ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ლანჩხუთმა 2 მლნ. ლარზე მეტი მიიღო

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018 15:36

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ ბიუჯეტში ცვლილებები წარმოადგინა. საქმე ეხება თანხას, რომელიც მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღო. ეს პროექტებია: ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - 942 278 ლ.; აკეთის, აცანის, ჩიბათის, ნინოშვილის, ნიგვზიანის, მამათისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების, რკინა-ბეტონისა და ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა - 768 297 ლ.; ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შენობის რეაბილიტაცია - 848 274 ლარი, რაც ჯამში 2 მლნ. 558 849 ლარს შეადგენს.