16 | 10 | 2018

მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის პრეზენტაცია

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებისა და საკრებულოს დეპუტატებისათვის საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული არარეგალური მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების, მათ შორის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება; სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვა; შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური პროექტების დაფინანსება. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია