დაზარალებულს ხე-ტყის მასალა გადაეცა

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018 15:45

გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ლილი ჭკუასელს, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაეწვა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ამჯერად სახურავისთვის საჭირო თუნუქის ფურცლები და ხე-ტყის მასალა გადასცა.