13 | 12 | 2018

ათი საპილოტე მუნიციპალიტეტი, მათ შორის - ლანჩხუთი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერი და ხელმძღვანელი პირები, ასევე ექსპერტები და მკვლევარები ესწრებოდნენ, ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. დავით მელუამ ევროკავშირის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს ჩართულობას გაუსვა ხაზი. „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ეხმარება წევრმუნიციპალიტეტებს, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის შექმნაში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაინერგოს საქმიანობის შეფასების თანამედროვე ინსტრუმენტები; ამასთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ კარგი გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა დავით მელუამ. სასტუმროში ,,ჰოლიდეიინთბილისი“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ასევე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის CRRC - საქართველოს დირექტორი - კობა თურმანიძე, ექსპერტები - კახა გურგენიძე, ნინო ზურაბიშვილი, ვანო თავაძე და მკვლევარი - რატი შუბლაძე, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ფარგლებში განხორციელებული მუშაობისა და კვლევის შედეგები წარუდგინეს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, კვლევა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეთა ჩართულობის შესწავლას გულისხმობდა, საქართველოს თორმეტ მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ადგილობრივთვითმმართველობათა ეროვნულასოციაციასა და ათ საპილოტე მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დოკუმენტის თანახმად, N4ED პროექტი ზუგდიდის, ლანჩხუთის, ახალციხის, გორის, ამბროლაურის, მცხეთის, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ასევე ბათუმისა და ქუთაისის თვითმმართველ ქალაქებში იმუშავებს. პროექტი „ეფექტიანობისდაგანვითარებისქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივთვითმმართველობათა ეროვნულიასოციაცია (ათეა), კვლევითცენტრთან - PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALREG) თანამშრომლობით ახორციელებს. N4ED-ს მიზანია, ხელიშეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივთვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია