თათბირი სამსახურების უფროსებთან

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 02 ივლისი 2018 14:49

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან მერიის სამსახურების უფროსების ტრადიციული თათბირი გაიმართა. თათბირზე ალექსანდრე სარიშვილმა მოისმინა არსებული პრობლემები, ახალი ინფორმაციები. ითქვა, რომ უკვე დაიწყო ფაროსანას შეწამვლის მესამე ეტაპი. ასევე ისაუბრეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ ჯურუყვეთში, ლესასა და შუხუთში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები; დაგეგმილია ჯიხეთის მონასტრისკენ მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები; ბავშვთა საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაცია; აკეთში, აცანაში, მამათში, ჩიბათში, ნინოშვილში, ნიგვზიანსა და სუფსაში სანიაღვრე არხების, რკინა-ბეტონისა და ასფალტო-ბეტონინს საფარის მოწყობა. ბატონმა ალექსანდრემ მოისმინა კულტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციაც განსახორციელებელ კულტურულ ღონისძიებებზე. მერმა თითოეული სამსახურის უფროსს დაავალა მაქსიმალურად ყურადღებით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობას.