13 | 12 | 2018

წყალწმინდაში გივი გელოვანის სახლი დაიწვა

გამთენიისას ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წყალწმინდაში მთლიანად დაიწვა გივი გელოვანის საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მოინახულეს. "ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, აუცილებლად დაგეხმარებით,"- განუცხადა მერმა დაზარალებულის შვილს, რომელიც ხანძრის დროს მამასთან სახლში იმყოფებოდა: - ხანძარი ისე უეცრად გაჩნდა, გარეთ გამოსვლა ძლივს მოვასწარით. სახანძროც მალე მოვიდა, მაგრამ ვერაფერი გადაარჩინეს, - გვითხრა გივი გელოვანის ვაჟმა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და როგორც აღვნიშნეთ, ხანძრის დროს მამასთან იმყოფებოდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია