17 | 11 | 2018

მუზეუმებში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცვნენ არსებულ პრობლემებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ემზარ თევდორაძე და მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი- ია ჩხაიძე მუზეუმებში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცვნენ არსებულ პრობლემებს.

. წულაძის სახელობის თეატრისა და კონოს მუზეუმის ხელმძღვანელმა, მაია ჩხაიძემ არსებულ პრობლებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ მუზეუმის ეზოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება ყვავილებით და დეკორატიული მცენარეებით, გაკეთდება არტ-გარდენი, სადაც დაიდგმება სხვადასვა სპექტაკლებიდან პერსონაჟების ქანდაკებები.

დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც მოინახულეს. როგორც მუზემში აღნიშნავენ, აუცილებლობას გარე ფასადის რეკონსტრუქცია და ეზოს შეღობვა წარმოადგენს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია