შეხვედრა ბიუროს წევრებთან

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 10 ივლისი 2018 11:42

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ ბიუროს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აქტუალური საკითხები განიხილეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლის მიმდინარეობას საკრებულოს შესაბამისი კომისია ადგილზე მოინახულებს.