17 | 11 | 2018

შეხვედრა ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და საკრებულოს წევრები ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დაისვა ის პრობლემები, რაც ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას აწუხებს. ითქვა, რომ სოფელს არა აქვს ბუნებრივი აირი, მოსახლეობას დღემდე აქვს წყლის პრობლემა, მოუწყობელია შიდა გზებიც. ბატონმა ალექსანდრემ მათ აცნობა, რომ ბუნებრივი აირის სამუშაოები მალე დაიწყება. რაც შეეხება მიმდინარე წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასე გამოიყურება: ჯიხეთის გზის რეაბილიტაცია - 991 879 ლ.; ქვიანში, ფიჩორის უბანში დაზიანებული ხიდის აღდგენა - 64236 ლ.; სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია სოფელ ნიგოითში, ორაგველიძის უბანში - 11998 ლ.; ჩოლობარგში, ცინცაძის უბანში - 13 838 ლ.; გაბიონები მოეწყობა: ჯაპანაში, ცინცაძის და ჯიბლაძის ეზოებთან, ასევე ჯაპანაში, გეგუჩაძის ეზოსთან, ნიგოითში, მაკალათიას ეზოსთან, სტადიონთან, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე, ქვიანში, შამათავას, პაიჭაძის, მეგრელიშვილის, ფირცხალაიშვილისა და ასკურავას ეზოებთან, საერთო ღირებულებით - 120 704 ლარი.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია