16 | 12 | 2018

შეხვედრა შუხუთში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ. შუხუთელმა ზურაბ მშვიდობაძემ აღნიშნა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის გვირაბებია გამოსაცვლელი, ვინაიდან წვიმის დროს გვირაბები არ ატარებს წყალს და ეზოები იტბორება. ასევე მოისმინეს ის პრობლემებიც, რომლებიც შუხუთელებს აწუხებთ. ალექსანდრე სარიშვილი მათ შეძლებისდაგვარად, დახმარებას და თანადგომას დაპირდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მიმდინარე წელს შუხუთში დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: დანიელ ორაგველიძის ეზოს მიმდებარედ ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდა, ეზოსთან ნაპირსამაგრის მოწყობა და ხიდის აღდგენა - 12 422 ლ.; ნაპირსამაგრის მოწყობა იმნაიშვილის ეზოსთან - 16 452 ლ.; როინ ტუღუშის ეზოს მიმდებარედ ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდა, დამცავი გაბიონის მოწყობა და ხიდის აღდგენა - 23 077 ლ.; ნაპირსამაგრის მოწყობა გია ორაგველიძის, მალხაზ ნიკოლაიშვილის, დურსუნ აფხაძის და კირილე ტუღუშის ეზოებთან, საერთო ღირებულებით - 71 430 ლარი. ასევე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი მოეწყობა გოჩა გოგუაძის უბანში - 82 194 ლ.; ხოლო მატკავების უბანში მისასვლელ გზაზე მოეწყობა რკინა-ბეტონის საფარი - 23 163 ლარი. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 228 738 ლარი.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია