17 | 08 | 2018

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება ➡ლანჩხუთში წყალმომარაგების პრობლემების დროულად მოგვარების საკითხზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ლანჩხუთის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება სექტებრიდან იგეგმება. როექტის განხორციელების შედეგად, 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. მ ეტაპზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მასშტაბით 43 პროექტს ახორციელებს. პროექტების დასრულების შემდეგ, დამატებით 430 000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების სისტემით ისარგებლებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია