16 | 12 | 2018

ქართველი პოეტები და მწერლები ლანჩხუთში

უკვე მეოთხე წელია ლანჩხუთი კულტურის სამინისტროს პროექტს, "ცოცხალ წიგნებს" მასპინძლობს. ამჯერად ლანჩხუთს პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელი, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ქეთევან დუმბაძე, პროექტის ხელმძღვანელი მარიამ წიკლაური და ქართველი პოეტები და მწერლები: ნიკა ჯორჯანელი, ნატა ვარადა, გიორგი ლობჟანიძე, ცირა ბარბაქაძე, ლელა ცუცქირიძე, რობერტ მესხი, გიორგი კაკაბაძე და უკრაინელი პოეტი ნატალია ტროჰიმი. შეხვედრა ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ია ჩხაიძე და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. ბათუმის საბავშვო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ინგა გოგიბერიძემ ბიბლიოთეკას და ასევე სტუმრებს საჩუქრად წიგნები გადასცა. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. სტუმრებმა ლანჩხუთელ მკითხველებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს და ასევე მოისმინეს მასპინძლების შემოქმედება. "უკვე მეოთხედ ვმასპინძლობთ ამ პროექტს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთგვარი დღესასწაული. მადლობა ქალბატონ ქეთი დუმბაძეს, რომ ლანჩხუთში ასეთი საოცარი ხალხი ჩამოჰყავს და ჩვენ ჭეშმარიტ პოეზიას გვაზიარებს" - განაცხადა ია ჩხაიძემ. სტუმრებს მობრძანებისა და ლამაზი საღამოსთვის მადლობა გადაუხადა მერმა, ალექსანდრე სარიშვილმაც და პროექტს შემდგომი წარმატება უსურვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია