- დეტალები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 17 ივლისი 2018 15:58

ხანძარს კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი ემსხვერპლა, ამჯერად სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში. დამწვარია ზურაბ მარშანიშვილის ორსართულიანი სახლი, ხანძრის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობაა. ხანძრისგან დაზიანებული სახლი დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მოინახულეს. მერი დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.