17 | 08 | 2018

პირველმა პირებმა სტიქიის ზონა დაათვალიერეს

ორდღიანმა ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ხაჯალიაზე, ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში რამდენიმე ოჯახი პირადად მოინახულეს. დაიტბორა რომან აფხაზავას საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. ღელე, რომელიც სახლის გვერდით ჩაედინება ადიდდა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საჭიროა გაბიონის მოწყობა, ვინაიდან უხვი ნალექის დროს ანალოგიური მდგომარეობა ექმენაბათ. არჩეულში, ციური დვალიშვილის სახლთან ადიდებულმა ღელემ, გზა დატბორა. აღნიშნულ ადგილას საჭიროა, ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის დათვალიერება და მათი აღნუსხვა მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია