15 | 10 | 2018

ტარიელ ხარხელაური ლანჩხუთში

ლანჩხუთში ქართული სიტყვის ზეიმი იყო. ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ღია სცენაზე იდგა დიდი პოეტი და სიყვარულს გასცემდა. 73 წლის ტარიელ ხარხელაურმა ლანჩხუთელებისაგან ზუსტად ისეთივე დიდი სითბო და სიყვარული მიიღო, როგორსაც ნამდვილად იმსახურებს. პოეტი ტარიელ ხარხელაური ლანჩხუთში სამხატვრო სკოლის პედაგოგმა, მხატვარმა, ხათუნა ვაშალომიძემ მოიწვია. ღია სცენაზე პოეტის საოცარ ლექსებს ლანჩხუთელებიც კითხულობდნენ, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო პატარები, რომლებიც მთელი ემოციით ამბობდნენ ტარიელ ხარხელაურის ლექსებს. საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოეზიის მოყვარულები ესწრებოდნენ. „ძალიან დიდი მადლობა ლანჩხუთს, ლანჩხუთელებს, ასეთი გულთბილი დახვედრისთვის, ასეთი სიყვარულისთვის. განსაკუთრებით გამახარეს პატარებმა. სხვა რა დანიშნულება აქვს პოეტს, თუ არა ის, რომ მისმა ლექსმა ყველას გულამდე მიაღწიოს. მადლობა ამ საოცარ თაობას, ასეთი სიხარული რომ მომანიჭა“ - გვითხრა საღამოს დასასრულს ბატონმა ტარიელმა. საღამოს ორგანიზატორმა, მხატვარმა ხათუნა ვაშალომიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას, ლანჩხუთს და საღამოს ყველა მონაწილეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია