16 | 10 | 2018

მერი ქალაქის მოსახლეობას შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიის სამსახურების უფროსები და საკრებულოს წევრები ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცვნენ. სტალინის და გოგებაშვილის ქუჩის მოსახლეობის განცხადებით, მათთვის წლებია პრობლემაა ქუჩაზე სანიაღვრე არხების უქონლობა, ნალექის დროს ეზობი და ქუჩები იტბორება. გვარჯალაძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ სანიაღვრე არხების მოწყობის შემდეგ წარმოიქმნა ხარვეზები, რის შესახებად ეცნობა პროექტის შემსრულებელს და პრობლემა აღმოიფხვრება. სანიაღვრე არხების პრობლემა დგას გურიელისა და ურუშაძის ქუჩებზეც. ამ ეტაპზე ბეტონის სანიაღვრე არხების მშენებლობა მიმდინარეობს მშვიდობისა და ცაბაძის ქუჩებზე, სადაც ასევე სასმელი წყლის პრობლემაც დაისვა. ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით, ლანჩხუთში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა. მათ აღნიშნეს, რომ ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები მრავალსართულიანი სახლების მცხოვრებლებს ჟორდანიას, გვარჯალაძის, თბილისისა და ნინოშვილის ქუჩებზე შეხვდნენ. მთავარ პრობლემას საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავები წარმოადგენს. გვარჯალაძის ქუჩის მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლების განცხადებით კი, წვიმის დროს სახურავიდან ჩამონადენი წყალი სარდაფში ჩაედინება. ალექსანდრე სარიშვილი მოსახლეობას შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. - ჩვენ ეტაპობრივად ვარემონტებთ მრავალსართულიანი ბინები სახურავებს. ჩვენი სურვილია ყველას დავეხმაროთ, - აღნიშნა სარიშვილმა. მიმდინარე წელს ქალაქში შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი: ქალაქისა და მაჩხვარეთთან დამაკავშირებელ გზაზე და მდინარე ორაგვისღელესთან ყორე- ქვის გაბიონის მოეწყობა ( საერთო თანხით 45 667 ლარი. ცაბაძის ქუჩაზე რკინა- ბეტონის სანიაღვრე არხი მოეწყობა(93 987 ლარი), კვირკველიას ქუჩაზე საცხოვრებელის სახლების უკან ღელის კალაპოტის გაწმენდა იგეგმება (9 232 ლარი), 648 187 ლარის ღირებულების სანიაღვრე არხები მოეწყობა ასევე მშვიდობის, ბაგრატიონის, ვაჟა- ფშაველას ქუჩებზე. ნინოშვილისა და კუპრეიშვილის ქუჩებზე მრავალსართულიანი ბინის, ორი კორპუსი გადაიხურება (105 965 ლარი).


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია