17 | 08 | 2018

2008 წლის 8 აგვისტო გაიხსენეს

8 აგვისტოს აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.
შემდეგ კი მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ, გურიის მხარის გუბერნატორ, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, აგვისტოს ომში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების: ემზარ წილოსანის, რუსლან წულაძის, ვასილ სმირნოვისა და გიორგი ლომაძის საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 10 წელი გავიდა, დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ჩვენს გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს“- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
მუნიციპალიტეტმა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს პირად ანგარიშზე ფულადი თანხა 300- 300 ლარი გადაურიცხა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია