17 | 08 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ალექსანდრე მახათაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ორი ძირითადი საკითხი განიხილეს

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ალექსანდრე მახათაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ორი ძირითადი საკითხი განიხილეს.

კომისიამ ცნობად მიიღო მიმდინარე წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ განმარტა, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებულია 2136050 ლარი, რაც წლიური გეგმის 82,6 %- შეადგენს. წინა წელთან შედარებით 1075789 ლარით მეტია, რაც გამოწვეულია უცხოურ საწარმოთა ქონებაზე (გარდა მიწისა) დაუგეგმავი გადასახადის გადახდით.

კომისიამ განიხილა და მხარი დაუჭირა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ შემდეგ  ცვლილებებს:

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტს გამოეყ4335415 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების მიზნით -139417 ლარი.

მიმდინარე საფინანსო წელში ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 4 474 832 ლარი. მათ შორის: საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2986920 ლარი, აქედან თანადაფინანსება შეადგენს 63988 ლარს; კულტურის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მიიმართება 979337 ლარი, თანადაფინანსება 50000 ლარი; ბინათმშენებლობაზე 105965 ლარი, თანადაფინანსება 5298 ლარი; წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 402610 ლარი, მათ შორის თანადაფინანსება 20131 ლარი. აღნიშნული ცვლილებები ბიუჯეტში ასახული უნდა იქნეს როგორც შემოსავლის, ასევე ხარჯვის ნაწილში. საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის გამოყოფილი თანხის არაფინანსური აქტივების მუხლი გაიზარდ 25720 ლარით, ხოლო სხვა ხარჯების მუხლი 5280 ლარით.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 01 აგვისტოს N1468 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 200000 ლარი;

ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის წერილის საფუძველზე სტიქიის შედეგად დაზიანებული მოსახლეობის სახლების სახურავის მასალების შეძენისათვის მიიმართა 113792 ლარი; ჩიბათის და ღრმაღელის ადმინისტრაციული შენობების სახურავის სრულად აღდგენის სამუშაოებზე 69649 ლარი და აცანის საბავშვო ბაღის სახურავის სრულად აღდგენის სამუშაოებზე 16559 ლარი.

მიზანშეწონილად ჩაითვალა გაიზარდოს ()იპ ,, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების სუფსიდირებით დაფინანსება 4000 ლარით, ()იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ სუფსიდირება 41900 ლარით, ()იპსოფლის მეურნეობის განვითარების, მეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობის, ინვესტიციების და ტურიზმის ცენტრის სუბსიდიით დაფინანსება გაიზარდოს 14000 ლარით, ()იპ ,,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისსუბსიდირების დაფინანსება გაიზარდოს 48700 ლარით და არაფინანსური აქტივების მუხლი გაიზარდოს 15000 ლარით, ()იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კლუბ ლანჩხუთის გურიას სუბსიდიით დაფინანსება გაიზარდოს 25000 ლარით, შპს ,,ლანჩხუთის დაფინანსება გაიზარდოს 5000 ლარით. მიზანშეწონილია მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის I და II ჯგუფის ინვალიდების, ასევე უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მქონე პირების ერთჯერადი დახმარების პროგრამა გაიზარდოს 20000 ლარით, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარების პროგრამა გაიზარდოს 15000 ლარით, დამატებით გამოიყოს,, ციფრული მოქალაქის ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 16000 ლარი, მუნციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შედეგად ნარჩენების გატანისათვის მიიმართოს 4000 ლარი. მუნიციპალიტეტის მერიის ოფისის ხარჯი გაიზარდ 3000 ლარით და ტრანსპორტის რემონტის ხარჯი 5000 ლარით. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ტრანსპორტით მომსახურების ხარჯი გაიზარდ 4000 ლარით, სოც-კულტურული ღონისძიებების ტრანსპორტი ხარჯი გაიზარდ4000 ლარით, ბახმაროს ფესტივალის თანადაფინანსება 800 ლარი. აღნიშნული ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილი გაიზარდ 282578 ლარით, უცხოური საწარმოთა ქონების გადასახადის ზრდის ხარჯზე. ()იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისსკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის წერილის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩაითვალა, დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში არაფინანსური აქტივების მუხლის 45000 ლარის შემცირების ხარჯზე, გაიზარდოს სუბსიდირების დაფინანსება 45000 ლარით.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია