- დეტალები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 14 აგვისტო 2018 10:12
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შინდისში სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ჩვიდმეტმა ვაჟკაცმა საზოგადოებას თავგანწირვის საოცარი მაგალითი აჩვენა. მათ შორის, ორი ლანჩხუთიდან იყო, რუსლან წულაძე და ემზარ წილოსანი...
დღეს მათი სულების მოსახსენებლად შინდისში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
11 აგვისტოს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, 17 გმირის ახლობელი, ერთად იყრის თავს და იმ გმირობის ისტორიას იხსენებენ, რომელსაც შინდისის ბრძოლა ქვია. საქართველოს ისტორიაში შინდისი თავგანწირვისა და თავდადების კიდევ ერთი მაგალითია.