16 | 10 | 2018

ღრმაღელელი გმირები გაიხსენეს

19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წყალწმინდაში აფხაზეთში დაღუპული გმირების, ნიკა იმნაძის, პაატა პაპიძის, დავით რამიშვილისა და ვაჟა თოდუას სახელობის დოღი და სხვასხვა სპორტულ სახეობაში ტურნირი გაიმართა.
თავდაპირველად წყალწმინდაში ზემონახსენები ოთხი გმირის მემორიალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსებმა, ია ჩხაიძემ და თამარ ფირცხალაიშვილმა გვირგვინებით შეამკეს.
"ამ ბიჭების თავდადება და გმირობა სამაგალითოა ყველასთვის. ისინი საქართველოს ერთიანობას შეეწირნენ. ღმერთმა ქნას, რომ ასეთი მსხვერპლი აღარ იყოს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვმართრებს, გმირები არასოდეს დავივიწყოთ" - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
მემორიალის გვირგვინებით შემკობით შემდეგ ღონისძიებამ სოფლის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა დოღი და ჭიდაობა, მკლავჭიდი და ფეხბურთი.
სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულები კი სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია