16 | 10 | 2018

ჩოჩხათში საფინალო მატჩი ჩატარდა

 

ჩოჩხათში გარდაცვლილი მსაჯის ილია ტუღუშის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას 9 სოფლის გუნდი იღებდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სოფლების: შრომისუბნისა და სუფსის გუნდები შეხვდნენ.

სუფსის გუნდმა მოწინააღმდეგე 7:2 დაამარცხა.

ღონისძიების ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფი და მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური გახლდათ.

ტურნირის ორგანიზატორის, საკრებულოს დეპუტატის რევაზ კვაჭაძის ინიციატივით, გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო მეკარე - ტატო შენგელია, ბომბარდირი - დავით ტუღუში, ახალგზარდა ფეხბურთელი - მიშიკო ხუხუნი, საუკეთესო ფეხბურთელი - დავით კუკულაძე.

მონაწილეებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.

_მინდა სუფსის გუნდს მივულოცო ღირსეული გამარჯვება. მათ მართლაც ღირსეულად გაიმარჯვეს. წარმატებებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს“- განაცხადა მერის წარმომადგენელმა ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში რევაზ ფაცურიამ.

ფინალურ მატჩს მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია