13 | 12 | 2018

სოფელ ნიგვზიანში სახლი დაიწვა

სოფელ ნიგვზიანში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
სახლში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნიგვზიანში მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ნანაძე იმყოფებოდნენ.
„-ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, დაზარალებულს დახმარება გავუწიოთ“- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია