13 | 12 | 2018

საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ბესიკ ტაბიძე თავმჯდომარეობდა. საკრებულოს მიერ დამტკიცდა შემდგეგი დადგენილებები: „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ და „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ.“ საკრებულომ დაამტკიცა დადგენილებაში ცვლილება, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესს არეგულირებს. ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის N8 დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისას კონტროლის კითხვარის ფორმისა და მისი შევსების მეთოდური რეკომენდაციის დამტკიცების თაობაზე“ . ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა საკრებულოს დადგენილებებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის წესს, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესს არეგულირებს. საკრებულოს მიერ დამტკიცდა დადგენილება, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“. სხდომაზე ასავე დამტკიცდა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“, ა(ა)იპ „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრისა “ და ქ. ლანჩხუთში, მარჯანიშვილისა და კვირკველიას ქუჩებზე მდებარე 700.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართით 137, 53 კვ.მ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე. სხდომაზე დამტკიცდა 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილება. დღის წესრიგით განსაზღვრულ ოთხ საკითზე საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ვრცლად სხდომის შესახებ იხილეთ შემდეგი ლაივ-ვიდეო ჩანაწერი: https://www.facebook.com/456058094556273/videos/256304781889312/


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია