16 | 10 | 2018

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი ყვარელში ჩატარდა

პროექტის "ქალები მართავენ ქვეყანას" ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ყვარელში ჩატარდა, რომელსაც ლანჩხუთის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ციცი ჩხაიძე ესწრებოდა.

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი, ადგილობრივ თვითმმართველობაში, გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერადაა შექმნილი, რომლის ავტორია მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია (mspa).

პროექტის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობის
ორგანოებში გენდერული თანასწორობის განვითარება, საკრებულოს წევრი ქალაბატონების გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, ადვოკატირების საკითხებში ჩართვისა და სხვადსხვა აქტივობის განხორციელების გზით.

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი დაარსდა საქართველოს მუნიციპალური მომსახურებისუზრუნველმყოფთა ასოციაციასთან (MSPA) თანამშრომლობით და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია