გუბერნატორი ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018 17:16

 

გურიის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან გამართა. მხარის რწმუნებულმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.