დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018 17:23

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთადერთი საკითხი განიხილეს, რაც ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის გურიას“ პირობიანი აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემას და აუქციონის პირობებზე მერისთვის თანხმობის მიცემას შეეხებოდა.
საკითხი მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა ომარ ჯანაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, მერიაში შპს ..ლაიონს ბილდინგ დეველოპმენტის“ წერილობითი მომართვა შემოვიდა, საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის გურიას“ მენეჯმენტის , მართვის, ინვესტიციებისა და სპონსორობის განხორციელების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ შპს ..ლაიონს ბილდინგ დეველოპმენტის“ წარმომადგენლებმა კომისიების წევრებთან ერთად უკვე განიხილეს წარმოდგენილი ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები, ასევე ის გეგმები, რომლის განხორციელებას კომპანია გუნდში გეგმავს.
სხდომაზე დეპუტატების მხრიდან დაისვა შეკითხვები, რომელსაც პასუხები გაეცა. 
დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.