16 | 10 | 2018

ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა გრძელდება

 

დღეს, 5 სექტემებერს, საღამოს 20:00 საათიდან ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში თერმული ნისლით წამლობა სამ სოფელში ჩატარდება: ნიგოითი, შუხუთი, გვიმბალაური.

თერმული ნისლით უკვე დამუშავდა ლესის, მაჩხვარეთის, აცანის, აკეთისა და მამათის ადმინისტრაციული ერთეულები.

ამ დროისთვის ყველა სოფელში განთავსებულია ფერომონები, რომლებიც ცივი შესხურებით დამუშავდება.

რაც შეეხება საყანე ფართობებს, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში საყანე ფართობების შეწამვლა დასრულებულია.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია