16 | 10 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო მცირე განმარტებას აკეთებენ:

 

გაზეთგურია თუდეის“ 10-12 სექტემბრის ნომერში (#128) გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „იყიდებაგურიაბაზით ორი წლით ას ლარად“, რაზედაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო მცირე განმარტებას აკეთებენ:

საქმე გვაქვს ფაქტების მიზანმიმართულ დამახინჯებასთან:

იურისტთა განმარტებით, კლუბი რომ არ იყიდება, დასტურდება არა მხოლოდ აუქციონის პირობებით, არამედ იმითაც, რომ www.eauction.ge-ზე განცხადება აუქციონის შესახებ გამოქვეყნებულია არაგაყიდვების“, არამედიჯარისველში, რაც გულისხმობს იმას, რომ საუბარია იჯარა-სარგებლობაზე.

საფეხბურთო კლუბის ინფრასტრუქტურით (სათამაშო მოედნით, ბაზებით - სავარჯიშო მოედნებით და ..) უზრუნველყოფა იქნება გამარჯვებული კომპანიის ერთ-ერთი ვალდებულებაა.

ხსენებული 100 ლარი არის ბიჯის ოდენობა. განვმარტავთ, რომ დაინტერესებულ პირს ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოწინააღმდეგის წინადადებაზე 100 ლარით მეტი ოდენობით.

2 ათასი ლარი კანონით დადგენილი ბეა, რომელიც წინპირობაა გამარჯვებული კომპანიის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს ბეს, ხოლო დამარცხებულს თანხა (ანუ ბე) უკან უბრუნდება.

გრიგოლეთის ბაზა, რომელზედაც ამდენს საუბრობენ, იყო და არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და ის წინამდებარე აუქციონით არანაირი ვალდებულებით არ იტვირთება, ანუ აუქციონში გამარჯვება ბაზაზე უფლების მოპოვებას არ ნიშნავს.

აუქციონის პირობაა არა მხოლოდ 40 ათასი ლარის შემოტანა, არამედ გამარჯვებულს აქვს სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, უპირველესია კლუბის სპონსორობა. თუნდაც ერთი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გამარჯვებულ პირს შეუწყვიტოს ხელშეკრულება.

ხელშეკრულების პირობებით ასევე გათვალისწინებულია, რომ კლუბის მართვისას განსახილველი ძირითადი საკითხები აუცილებლად უნდა შეუთანხმდეს მუნიციპალიტეტის მერს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია