13 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. 
ფრაქციამ შემოსულ კორესპონდენციაზე იმსჯელა და ცნობად მიიღო მოქალაქის განცხადება.

ფრაქციის სხდომაზე შუხუთის საბავშვო ბაღის შენობასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც იმსჯელეს. საკითხის განხილვას მუნიციპალიტეტის მერი და მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსები და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

როგორც აღინიშნა, სამუშაოების მწარმოებელი ფირმა ვალდებულია აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრას, რადგან საგარანტიო ვადები ჯერ დასრულებული არა არის. 
ინფრასტრუქტურის სამსახურიდან დაუკავშირდნენ ფირმის ხელმძღვანელობას, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია