24 | 09 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეები მიიღო და მათ საჭიროებებს გაეცნო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეები მიიღო და მათ საჭიროებებს გაეცნო. ადგილობრივების პრობლემები, ძირითადად, სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ეხებოდა.

მიღებაზე სუფსაში , მრავალბინიან სახლში მცხოვრები მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებიც საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვდნენ. როგორც მოქალაქეებს განუმარტეს, აღნიშნულ საკითხს შესაბამის სამსახურებთან ერთად მოიკვლევენ და მათ დახმარებას აღმოუჩენენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია