17 | 11 | 2018

სპორტული კვირეული

 

საქართველო ერთ-ერთი პირველია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომელიც ევროპის ყველაზე აქტიურ, სპორტულ კვირეულს შეუერთდა.
ამ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც.
23 სექტემბერს, 11 საათზე - მარათონი, გარბენი 1200 .ქვიშის ფეხბურთი, ფრენბურთი -ზე; . ლანჩხუთი, კოსტავას ქუჩა; დაბა გრიგოლეთი, ზღვის სანაპირო;
24 სექტემბერი, 12:30 წთ. - ბაგირის გადაზიდვა ტომრებით;ქართული ჭიდაობა, ცურვა - საცურაო აუზი, ქალაქის სკვერი;
25 სექტემბერი, 12; 30 წთ. - სპორტული ცეკვები, მონიტორზე ფილმის ჩვენება; ჭადრაკი, შაში, ნარდი - ქალაქის სკვერი;
26 სექტემბერი, 12;30 წთ. - ველო მარათონი; პნევმატური იარაღიდან სროლა, ქუჩის კალათბურთი - სპორტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორია;
27 სექტემბერი, 12:30 წთ. - ბავშვთა კუთხე (გაიტანე გოლი, მხიარული მატარებელი); ბერძნულ-რომაული ჭდაობა - ქალაქის სკვერი; სოფ. გვიმბალაურის საჭიდაო დარბაზი;
28 სექტემბერი, 12:30 წთ. - ბურთის კენწვლა, გირების აზიდვა; კარატე საჩვენებელი - ქალაქის სკვერი;
29 სექტემბერი, 12: 30 წთ. - შეჯიბრი ორძელზე და ბაგირზე აზიდვები; მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი - ქალაქის სკვერი;
30 სექტემბერი, 12:30 წთ. - ფერთა ფესტივალი, ფრანების გაშვება, მინი ფეხბურთი (გოგონათა და ვაჟთა) - სპორტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორია.
ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.
წელს, 23-30 სექტემბერს, ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ერთდროულად, 32 ქვეყანაში გაიმართება.
საქართველოში ღონისძიების კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.
ევროპის სპორტის კვირეულიიმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს #BeActive და მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია