16 | 12 | 2018

სტიქია ლანჩხუთში

დღეს დილით მოვარდნილმა ღვარცოფმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. დაიტბორა და დაიღვარა შიდა მიმოსვლის გზები, დაზიანდა ხიდები და მილხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები. სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. უამინდობის მიუხედავად, სწავლა დღეს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო თუ საბაზო სკოლაში დაიწყო, გარდა შრომისუბნის საჯარო სკოლისა. რესურს-ცენტრის უფროსის, ნინო ჩიტაძის განცხადებით, შრომისუბნის სკოლის ეზო, რის გამოც ამ სკოლაში სწავლის პროცესი გადაიდო. ლანჩხუთის მუნიციპალიტის მერიაში შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც სიტუაციას ადგილზე სწავლობს. მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და პირველი მოადგილე გოგი ფაცურია შემთხვევის ადგილებზე არიან გასულები და პირადად ეცნობიან იქ ამჟამად არსებულ სიტუაციას.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია