16 | 12 | 2018

ბიუროს სხდომაზე სტიქიის შესახებ იმსჯელეს

 

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გუშინდელი სტიქიის შესახებ იმსჯელეს.
მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზარალის ოდენობა მთელ მუნიციპალიტეტში რამდენიმე მილიონ ლარს ითვლის.
დეპუტატების განცხადებით, თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან ზონაში დაღვარული და მწყობრიდან გამოსულია შიდა მიმოსვლის გზები, 50-მდე ხიდი და მილხიდი დაზიანებულია, ასევე დატბორილია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
ბიუროზე ასევე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მუშაობას შეუდგა ზარალის ოდენობის დამდგენი კომისია და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ფოტოებთან ერთად უახლოეს დღეებში სამინისტროს გადაეგზავნება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია