16 | 10 | 2018

ლანჩხუთის ღირშესანიშნაობები „ქალთა კლუბთან“ ერთად


„ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“- ეს გურული ქალების გაერთიანებაა, რომელთაც გაბედეს, კიბოსთან ბრძოლა დაიწყეს და ბოლომდე მიიყვანეს. მათ სიტყვა კიბოსი აღარ ეშინიათ, დაავადებას აუმხედრდნენ და მთელს დუნიას გააგებინეს, რომ კიბოს განკურნება შესაძლებელია- ამბობს "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" საინფორმაციო პროექტის კოორდინატორი, ლიკა ენუქიძე.
სულ მალე 2019 წლის კალენდარი გამოვა _ ლანჩხუთის ღირშესანიშნაობები „გამარჯვებულ ქალთა კლუბთან ერთად“.
პროექტის ფარგლებში გადაღებები მიმდინარეობდა პალიასტომის ტბასა და ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმში, ჯიხეთის დედათა მონასტერში, თეატრში და ა.შ.
ქალბატონები განსაკუთრებული მონდომებით შეუდგნენ საქმეს... მთავარი გზავნილიც ხომ სწორედ ესაა: ნუ გეშინიათ! ჩვენ ვცოცხლობთ, ვიღიმით, ახალ თაობებს ვზრდით...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარებისა და ეკონომიკის განყოფილების უფროსის მაია აფხაზავას თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციას.
პროექტის მხარდამჭერი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია გახლავთ.
საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია