18 | 12 | 2018

შეჯიბრი ამჯერად კალათბურთში გაიმართა

 

ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დარბაზში შეჯიბრი ამჯერად კალათბურთში გაიმართა, რომელშიც თითქმის ყველა სოფლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
საბოლოო გამარჯვება „x-ძალას“ ხვდა წილად. მეორე ადგილზე „კავალერები“ გავიდნენ, ხოლო გიმნაზიის გუნდი მესამე ადგილს დასჯერდა.
გამარჯვებულებს მედლები, თასები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ია ჩხაიძემ და განყოფილების ხელმძღვანელმა, პაატა ურუშაძემ გადასცეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია