18 | 12 | 2018

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა

 

დღეს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გმირთა სულების მოსახსენებლი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თამჯდომარე, ბესიკ ტაბიძე, ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა აფხაზეთის ომში დაღუპული ლანჩხუთელი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. შემდეგ კი ვაჟა თოდუას სახელობის მესამე საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც პედაგოგებთან ერთად გაიხსენეს აფხაზეთის ომი, გმირები, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცნენ.
_დღეს ერთ-ერთი მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი ქართველი, მათ შორის, ლანჩხუთელებიც შეეწირნენ ამ ომს... ერთიან და მთლიან საქართველოში გვეცხოვროს. ყველას გილოცავთ ჯვართამაღლებას, უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს. - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახებს მუნიციპალიტეტის მერიამ 300-300 ლარი ჩაურიცხა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია