18 | 12 | 2018

კომისიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგაგმარებისა და ინფრატსრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი გვარჯალაძე, ამავე კომისიის წევრები- ბესიკ კუპრაძე და სპარტაკ კვაჭაძე სოფელ წყალწმიმდაში იმყოფებოდნენ. კომისიამ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. დასრულდა სააფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მოეწყო რკინა-ბეტონის გზა და კედელი, რომლის ღირებულება 28 ათას ლარამდეა. ასევე მიმდებარედ მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. კომისიამ წყალწმინდის საჯარო სკოლასთან რკინა-ბეტონის გზის მონაკვეთი დაათვალიერა, რომლის სიგრძე 400 მეტრია. როგორც კომისიის წევრებმა აღნიშნეს, წყალდიდობის შედეგად, ჩამონატანმა ქვა-ღორღმა ძირი გამოაცალა ბეტონის საფარს. აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და დაზიანებული მონაკვეთის დროულად გამაგრება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია