18 | 12 | 2018

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ხუთი საკითხი განიხილეს, საკრებულომ 4 საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო ერთზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საკრებულოს მიერ მერს მიეცა თანხმობა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით -იჯარის ფორმით გადაცემაზე.

კერძოდ, შპს ,,მაგთიკომსდაგეგმილი აქვს საქართველოს მასშტაბით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტისა და IP ტელევიზიის მიწოდება მომხმარებლისათვის, მათ შორის ქალაქ ლანჩხუთში, რისთვისაც ესაჭიროვებათ .ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული გარე განათების ბოძებზე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა და შესაბამისად მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება აღნიშნული გარე განათების ბოძებით სარგებლობასთან დაკავშირებით.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა 2018 წლის 31 აგვისტოს 84 განკარგულებაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ. ამჯერადაც ნუსხიდან და გეგმიდან ხდება უკვე რეალიზებული ქონების ამოღება, ხოლო იმ ქონებათა დამატება, რომელთა რეალიზებაც შესაძლებლია.

საკრებულოს მიერ დამტკიცდა 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ. ცვლილების შესაბამისად, ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკრებულოს მუშაობის ამსახველი დოკუმენტაციის განთავსებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

საკრებულოს მიერ დამტკიცდა 2018 წლის 18 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ .

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია საკრებულოს ფეისბუქ- გვერდზე მიმდინარეობდა, სხდომის ვიდეო ჩანაწერი იხილეთ :

https://www.facebook.com/456058094556273/videos/1352747094861837/


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია