მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 16:25

 

მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელ გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ღირებულება 991 873 ლარს შეადგენს. სამუშაოები აგვისტოში დაიწყო. პროექტს შპს „სამკუთხედი“ ახორციელებს. 
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. ჩამოწოლილმა მეწყერმა საფრთხე შუექმნა მონასტრისკენ მიმავალ მომლოცველებს. მონასტრისკენ მიმავალ გზაზე იგება შავი საფარი. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და გვექნება რეაბილიტირებული გზა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.