17 | 11 | 2018

2019 წლის კალენდრის პრეზენტაცია

 

ოქტომბერი ძუძუს კიბოს საერთაშორისო თვეა. ამიტომაც ლანჩხუთს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ა. ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) ონკოლოგები, ქალთა ჯანმრთელობის კავშირ „ჰერას“, ქალთა საერთაშირისო ასოციაციის და „მარი გოლდის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
თავდაპირველად სტუმრებმა მასპინძლებთან ერთად ვალოდია წულაძის სახელობის კინოსა და თეატრის მუზეუმის წინ სხვადასხვა ჯიშის ყვავილები და ხემცენარეები დარგეს. შემდეგ კი კულტურის ცენტრის ფოიეში „ლანჩხუთის გამარჯვებულ ქალთა კლუბის“- 2019 წლის კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა.
ბოლოს კულტურის ცენტრმა საზეიმო კონცერტით უმასპინძლა სტუმრებს. ღონისძიებას ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის “ ხელმძღვანელი მზია კვირკველია უძღვებოდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ დამფუძნებელი თინათინ ბერუჩაშვილი; უნივერსალური სამედიცინო ცენტრის, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა, ქალთა საერთაშორიო ასოციაციის ბორდის წევრი ჯალე აკბარი და „მარიგოლდის“ ხელმძღვანელი თამარ ნადირაძე.
_ოქტომბერი ძუძუს კიბოს საერთაშორისო თვეა. ამიტომაც დღეს ჩვენი სტუმრები არიან უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ონკოლოგები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ჩვენი ქალბატონების მიმართ იჩენენ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
-ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრები ის ქალბატონები არიან, რომლებმაც დიდი მონდომებით დაამარცხეს ისეთი დაავადება, როგორიც კიბოა. დღეს ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. ლანჩხუთი ერთადერთი, სამაგალითო მუნიციპალიტეტია, რომელიც ამ საქმეში გვერდით გვიდგას. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს, რომლის გარეშეც ამ პროექტის განხორციელება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა.“_ განაცხადა უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია