17 | 11 | 2018

„ქალები სამართლიანობისათვის“

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის“ ორგანიზებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ტრენინგი ჩატარდა, რომლის ძირითადი თემა პიროვნული განვითარება პოლიტიკაში ქალთა მაქსიმალური ჩართულობისთვის გახლდათ.
„ქალი ლიდერი“- ეს ის თემაა, რომლის შესახებაც ვრცლად ისაუბრა ტრენერმა, გიორგი ჭილაშვილმა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარე ნათია ქევხიშვილმა განაცხადა:- იმისათვის, რომ მოხდეს ქალების გააქტიურება, მნიშვნელოვანია მათი აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში. ქალთა ჩართულობამ და აქტიურობამ შექმნა საფუძველი მუნიციპალიტეტების სოფლებსა და თემებში დაგვეფუძნებინა ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულები, რომლებსაც „ქალთა სახლი“ დავარქვით, რომლის ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ სოფელში მცხოვრებ ადამიანებთან, დაეხმარონ თანასოფლელებს პრობლემის სწორად დანახვაში და ერთობლივად მოძებნონ ამ პრობლემების გადაჭრის გზები. 
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
არასამთვარობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2014 წლიდან ახორციელებს პროექტს „ქალები აქტიურ პოლიტიკაში“.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია