17 | 11 | 2018

საკრებულოს ბიურომ სხდომა გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. ბიურომ განიხილა შემდეგი საკითხები:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

აღნიშნულ საკითხები მორიგი სხდომის დღის წესრიგში შევიდა და ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელება იგეგმება.

ბიურომ მოისმინა და ცნობადადნ მიიღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მე- 9 თვის შესრულების შესახებ ანგარიში.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მოროგი სხდომა 31 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია