17 | 11 | 2018

ელისაბედ რუდი ლანჩხუთს ეწვია

 

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სონია შარიგიანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლას ეწვივნენ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
სკოლის 1600 კვადრატული მეტრი ფართობის რეაბილიტაციის შედეგად, სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 200-ზე მეტი მოსწავლეს.
საქართველოში საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ჯამში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის 54 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი. პროექტის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება, სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
ამის შემდეგ ელისაბედ რუდი ჩიბათის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს, ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს ლადო აფხაზავას შეხვდა და მოისმინა პედაგოგისა და მოსწავლეების ინიციატივით სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების პრეზენტაციები.
ბოლოს ამერიკი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ოკუპაციის მუზეუმს ეწვია. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა ნონა იმნაძემ, მუზეუმისა და იმ ექსპონატების შესახებ უამბო, რომლებიც გურული მხედრების საინტერესო ისტორიას უკავშირდება.
ელისაბედ რუდმა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა და მოსწავლეების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია