17 | 12 | 2018

მიმდინარე წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.

ბიურომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მე-10 თვის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინა და ცნობად მიიღო.

მომხსენებლის, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, როლანდ ლაშხიას განმარტებით,  მიმდინარე  წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში ათი თვის მდგომარეობით  90, 7 %- ით.

,, მინდა გაცნობოთ, 10 ნოემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტი 100 % არის შესრულებული.

რომ   არანაირი ვალდებულება არ დარჩენილა,  ყველა მიმდინარე ხარჯი დაფარულია.   შემოსავლების დინამიკა  გაცილებით დიდი, ვიდრე წინა წლებში. პირველად სრულდება 3 მილიონი გადაჭარბებით  მიღებული შემოსავლები, რაც  უცხოურ საწარმოთა ქონების გადასახადის გადახდით არის განპირობებული“, აღნიშნა ლაშხიამ.

სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილეს.  ,, მოგახსენებთ, რომ ბიუჯეტის პროექტი  პროგრამულად არის გაწერილი,  პრიორიტეტის დოკუმენტიც დახვეწილია.  ვინაიდან კანონმდებლობა შეიცვალა,  გათანაბრებული ტრანსფერი არ არის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში, მაგრამ  მივიღებთ დამატებითი ღირებულების გადასახადს პერიოდულად, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით მოცულობით ყველაზე დიდი ხვედრითი წილი უჭირავს.  რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, მილიონ ლარამდეა გაზრდილი წინა წლებთან შედარებით, ვინაიდან ხვედრითი წილი გაიზარდა სკოლამდელ აღზრდასა  და დასუფთავებაში.  ხარჯები  გაწერილია პროგრამულად ,    ყველა მხარჯველი ორგანიზაციის ხარჯები წარმოდგენილია   დეტალურად“ აღნიშნა როლანდ ლაშხიამ.

2019 წლის ბიუჯეტის  პროექტის განხილვა დეტალურად გაგრძელდება საკრებულოს კომისიების სხდომებზე.

ბიუროს სხდომაზე  მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსახოციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომის თარიღად 30 ნოემბერი, 11 საათი განისაზღვრა.



 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია