17 | 12 | 2018

ინფრასტრუქტურის კომისიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებმა მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა უკვე დაიწყეს. მთავარი დოკუმენტი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი გვარჯალაძემ კომისიის წევრებთან და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს- როლანდ ლაშხიასთან ერთად მუხლობრივად განიხილა.

როგორც აღინიშნა, 2019 წლის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით 9 404 800 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება პრიორიტეტებს 2019- 2022 წწ-ში მუნიციპალიტეტის სტრატეგია თითქმის უცვლელია შემდეგნაირად არის განსაზღვრული:

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;

დასუფთავება და გარემოს დაცვა

განათლება

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი

მოსახლეობის ჯანმრთეკლობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები.

როგორც ლაშხიამ აღნიშნა 2019 წლის ბიუჯეტი პროგრამული იქნება და მასში დეტალურად გაწერილია თითოეული პროგრამის აღწერა, პროგრამის მიზანი და მიღწეული შედეგი.

როგორც ლაშხიამ აღნიშნა, 2019 წლის ბიუჯეტი პროგრამული იქნება და მასში დეტალურად გაწერილია თითოეული პროგრამის აღწერა, პროგრამის მიზანი და მიღწეული შედეგი.

კომისიამ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვა:

გაიზარდოს ()იპ ,,კეთილმოწყობისა და მომსახურეობის ცენტრისდაფინანსება;

გაიზარდოს საბავშვო ბაღის აღმზრდელ- პედაგოგების ხელფასები;

საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის გამოიყოს შესაბამისი თანხა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია