17 | 12 | 2018

იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს საკრებულოს დარგობრივ კომისიებში.

იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ვერიკო კვირკველიამ

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრებთან და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფრო, როლანდ ლაშხიასთან ერთად მუხლობრივად განიხილა.

კომისიამ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა.

კომისიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებში უნდა დაფიქსირდეს ადგილობრივი მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი. მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშავოს გადახდის შესაბამისი ფორმულა. საკრებულომ დაამტკიცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესი, რომელიც უფუნქციოა.

კომისია მიიჩნევს, რომ ,,ბიკარბონატული ჰემოდიალეზით - თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა“ არასრულყოფილია,

ვინაიდან დაფინანსება გამოყოფილია მხოლოდ ბენეფიციარის სატრანსპორტო ხარჯზე, თუმცა, საგულისხმოა, რომ ის მარტო ვერ ახერხებს გადაადგილებას და ამ პროგრამით გამოყოფილი თანხა არაა საკმარისი, საჭიროა თანხის გაზრდა.

ასევე საჭიროა დაიწყოს მუშაობა მუნიციპალიტეტმა იმ კუთხით, რომ ასეთი საჭიროების მქონე ბენეფიციარების მომსახურება ადგილზე გახდეს შესაძლებელი.

კომისია თვლის, რომ სოციალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იქნას მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ისეთ ავადმყოფების მოვლის თანხა, რომელთაც აქვთ თავის ტვინის ტრამვა, ე.წ. „კომური“ მდგომარეობა, რის შედეგადაც საწოლს არიან მიჯაჭვული და საჭიროებენ 24 საათიან მეთვალყურეობას.

კომისია მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამას იყენებს მხოლოდ ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0 - 150001-მდე. ვინაიდან ქულის მინიჭება უმეტეს შემთხვევაში არასწორად მიმდინარეობს, აუცილებელია დაწესდეს გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც ხაზგასმული იქნება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

კომისიის განხადებით, აუცილებლად მოსაწესრიგებელია მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის საკითხი, რაც ასვე 2019 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელია.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია