17 | 12 | 2018

საკრებულოს თავმჯდომარემ ანგარიში წარადგინა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.

საკრებულომ დაამტკიცა 2015 წლის 30 აპრილის №16 დადგენილებაშიცვლილება, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ.

საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების განანსახორციელებლად. კერძოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე, სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, კაპიტალური გრანტის სახით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 102719,16 ლარი სოფელ ჩიბათის(სოფელ ჭალის კორპუსი), სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლებისთვის.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ნოემბრის N2168 განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებილი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტს გამოეყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, საამშენებლო სამუშაოებზე და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის 300000 ლარი. აღნიშნული ღონისძიებები ბიუჯეტში აისახოს როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვის ნაწილში.

ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისკეთლმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“- წერილის საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, აღნიშნულ დაწესებულებას დამატებით გამოეყოს დაფინანსება 15000 ლარის ოდენობით საახალწლო ღონსძიებების დასაფინანსებლად, უცხოური საწარმოთა ქონების გადასახადის 15000 ლარით ზრდის ხარჯზე.

ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო დადგენილების მისაღებად, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის  ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ . როგორც ცნობილია, საკრებულომ    ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მერიას 22 ნოემბერს დაუბრუნა. კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი მერიამ საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მოხსენება საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ სხდომებზე, მუშაობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე, საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებებსა და განკარგულებებზე გაამახვილა.

მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საკრებულოსა და მერიის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად აქტების პროექტების მომზადება-ინიცირებასა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნრელობან პროექტებს. მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 16 სოციალური პროგრამა განხორციელდა (სულ 509 700 ლარით), რომლის ფარგლებში ფინანსდება, როგორც როგორც მზრუნველობამოკლებული ბენეფიციარების კვების უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ხორციელდება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების, უსახლკარო ოჯახების ქირავნობის პროგრამაში ჩართვა, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქრონიკული დაავადების მატარებელ ბენეფიციარებს, ასევე მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ა.შ.

ანგარიშში ასევე საუბარია საკრებულოს თავმჯდომარის  მოქალაქეებთან შეხვედრაზე. ბესიკ ტაბიძე საანგარიშო პერიოდში მათი პრობლემების გაცნობისა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების მიზნით 300 -ზე მეტ მოქალაქეს შეხვდა, რომელთა უმეტესობა ამ ეტაპზე დაკლმაყოფილებულია და დარჩენილ ნაწილზე მუშაობა გრძელდება.  ასევე საუბარია საანგარიშო პერიოდში საკრებულოში დანერგილ სიახლეებზე, როგორიცაა საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება, ინფორმირების ახალი მეთოდი,  რაც საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების გასამართი სხდომების შესახებ მოქალაქეებისთვის სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას გულისხმობს.

,,მიმაჩნია, რომ ჩვენს საკრებულოს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ბიუროსა და თითოეული საკრებულოს წევრთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერთან, სხვა აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობით, ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად შევძლებთ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების დაძლევას, მოგვარებას“, აღნიშნა ტაბიძემ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია