4 დეკემბერს ჯიხეთობა აღინიშნა

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018 10:25

4 დეკემბერს ქრისტიანული სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს.

ყოველ წელს განსაკუთრებით აღინიშნება დღესასწაული სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში, ვინაიდან მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა.

დღეს საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა, ტაძრის წინამძღვარ-არქიმანდრიტ ანდრიასთან და გურიის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვას წირვის შემდეგ მეუფე იოსებმა დღესასწაული მიულოცა სრულიად საქართველოს, გურიას და მრევლი დალოცა.