20 | 01 | 2019

ლანჩხუთს აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე ეწვია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლას ამერკის საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში კულტურის ატაშე, გაეცნო ჩიბათის საჯარო სკოლის მუშაობას და მათ მიერ განხორციელებულ სასკოლო თუ სათემო პროექტებს.
დღესვე კულტურის ატაშე ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა, რომლებიც
სტუმრად მიიწვია ამერიკის საელჩოში.
ჯულიუს ცაის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე შეხვდნენ. სტუმართან ერთად მათ ოკუპაციის მუზეუმიც დაათვალიერეს.
კულტურის ატაშემ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას, 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ტიტულის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა გლობალურ კონკურსზე.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია