17 | 07 | 2019

ეთნოგრაფიული კუთხეები ნინოშვილის მუზეუმში

პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“, ფარგლებში ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გურული ყოფა -ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული კუთხეები მოეწყო.
ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ -"პროგრესის სახლის" თავმჯდომარის მინდია სალუქვაძის თქმით, პროექტის მიზანია გურიის პოტენციალის გამოკვლევა, შეფასება, მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სამოქმედო გეგმების შემუშავება. ვფიქრობ, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი და მიმდებარე ტერიტორია საამისოდ მნიშვნელოვანია. აქ დასვენებისა და შემოქმედებისთვის ძალიან კარგი გარემოა.
სტუმრებმა დაათვალიერეს გურული სასიმინდე, მარანი, ფანჩატური და ა.შ.
ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წერეთელი და პროექტის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია